loader

რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე?

არ ვიცი ირაკლი [ღარიბაშვილის] ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჩემი საქმე არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მაღალი თანამდებობის პირი იყო [პრემიერ-მინისტრი] და მას ყველაფერი ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ნაჩვენები.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია.

„ჩემს ოჯახს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესსაქმიანობა აქვს. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.