loader

უმძიმესი ამბავი - 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვეს, ტრაგედიამ საფრანგეთი შეძრა: რა შეემთხვა 2 წლის ემილ სოლეილის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი - 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვეს, ტრაგედიამ საფრანგეთი შეძრა: რა შეემთხვა 2 წლის ემილ სოლეილის?

ფრან­გმა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა 2023 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვის ცხე­და­რი ალ­პებ­ში იპო­ვეს. ტრა­გი­კულ­მა ამ­ბავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში ჩა­აგ­დო. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ახლა იმის და­სად­გე­ნად მუ­შა­ო­ბენ, თუ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა 2 წლის ბი­ჭუ­ნა.

ემილ სო­ლე­ი­ლი გა­სუ­ლი წლის 8 ივ­ლისს, ერთ-ერთ ალ­პურ სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან ყოფ­ნი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ორმა მე­ზო­ბელ­მა ის უკა­ნას­კნე­ლად მარ­ტო სე­ირ­ნო­ბი­სას შე­ნიშ­ნა ლე ვერ­ნე­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში, 1200 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს.

"პო­ლი­ცი­ას ნეშ­ტის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შა­ბათს შე­ა­ტყო­ბი­ნეს", - თქვა პრო­კუ­რორ­მა ჟან-ლუკ ბლა­შონ­მა. მისი თქმით, გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სხე­უ­ლის ნაშ­თი ბი­ჭუ­ნას ეკუთ­ვნო­და. "ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბის ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და", - აცხა­დე­ბენ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი მათი ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რორს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არ უსა­უბ­რია, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ბავ­შვის ძვლებს კვლავ აა­ნა­ლი­ზე­ბენ და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს, პო­ლი­ცია ჩხრე­კას აწარ­მო­ებს.

ემი­ლი სო­ფელ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­ვი­და, თუმ­ცა ის ჩას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს გა­უ­ჩი­ნარ­და. ბი­ჭის და­კარ­გვი­დან მა­ლე­ვე სო­ფელ­ში მა­სი­უ­რი ძებ­ნა გა­მო­ცხად­და, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი, მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი, ვერ­ტმფრე­ნი და დრო­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, თუმ­ცა ბავ­შვის კვა­ლი ვე­რა­ვინ იპო­ვა. გა­ტა­ცე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო, მაგ­რამ ისი­ნი უბე­დურ შემ­თხვე­ვას უფრო გა­ნი­ხი­ლა­ვენ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად. სრულად: