loader

"კარგი ამბავი...." - ვიდეო წყნეთიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი ამბავი...." - ვიდეო წყნეთიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"კარგი ამბავი... გუშინ წყნეთში გაუშვეს წითელ წიგნში შეყვანილი 100 კოლხური ხოხობი და 30 კაკაბი...

ყველა ასეთი საქციელი დასაფასებელია. ასევე, ერთად უნდა შევაჩეროთ ბრაკონიერობა ჩვენს ქვეყანაში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"გაგიმარჯოთ ღმერთმა! ძალიან მაგარი საქმეა, მაგრამ ლოკაციას არ უნდა ამხელდეთ, უფრო დაცულები იქნებიან ხოხბები! არ ესროლოთ, მონადირეებო! გამოიჩინეთ ადამიანობა, მივცეთ საშუალება გამრავლების!

რამდენ სიკეთეს აკეთებს, უბრალოდ, ვინც ვერ ხედავს, ბრმა ან ბოროტის განსახიერებაა. უფალმა დალოცოს ამდენი კარგის გამკეთებელი.

ეგ ერთი და სხვა მრავალი... გაგიმარჯოთ ღმერთმა. იმედია, ბრაკონიერებზე კონტროლი უფრო გამკაცრდება...

ძალიან მაგარი საქმეა და არაერთხელ მოხდა უკვე მსგავსი დიდი საქმეების გაკეთება. ბიჭები ძალიან დიდ შრომას დებენ, ბევრი გაუშვეს, თევზით დაწყებული, ნადირ-ფრინველით დამთავრებული...

გაიხარეთ, მივესალმები ასეთ კარგ საქმეებს... ერთი კვირის წინ ორთაჭალაში ჩამოვდიოდი წავკისიდან და გზის პირას გამოვიდა მამალი ხოხობი. ისეთი ლამაზი იყო..

ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ლოკაციას თუ არ მიუთითებთ, კარგი იქნება!" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.