loader

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბათუმელების" ცნობითვე, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.