loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სქემა შეიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სქემა შეიცვალა

აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

"შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით.

რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.