საქართველოში რამდენიმე წუთის წინ 2 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის წინ 2 მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, ონთან 4.8 მაგნიტუდის სიდიდის იყო. ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში (სოფელი ირი) დაფიქსირდა.
17:50 საათზე კი 4 მაგნიტუდის სიდიდის მეორე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში (სოფელ ირი) იყო.
ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ ბიძგები ასევე იგრძნობოდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, თეროჯალაში, საჩხერეში და ტყიბულში.