loader

"ფაქტობრივად, მოკლეს! მეზობელმა დამირეკა, სასწარაფოდ გადაურეკე, სისხლი სჭირდებაო" - რას ამბობს ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 31 წლის ქალის მეუღლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაქტობრივად, მოკლეს! მეზობელმა დამირეკა, სასწარაფოდ გადაურეკე, სისხლი სჭირდებაო" - რას ამბობს ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 31 წლის ქალის მეუღლე?

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაღუპული ქალი მარეხი მაკარაძეა. მას ორი შვილი დარჩა.

გარდაცვლილი ქალის ქმარი მურად დავითაძე დარწმუნებულია, რომ ცოლი ექიმების არაპროფესიონალიზმს შეეწირა.

"დაახლოებით, 5-ის 15 წუთზე გაუკეთდა საკეისრო კვეთა. შემდეგ ბავშვი ვნახე, ყველაფერი კარგად იყო, მეუღლეც კარგად არის, უბრალოდ საყურადღებოაო. მეუღლეც გამოვიდა კონტაქტზე. მომწერა, რომ ყველაფერი კარგად არისო. ერთი საათის შუალედში მირეკავს მეზობელი და მეუბნება, რომ სასწარაფოდ გადაურეკე, სისხლი სჭირდება. რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან, რომ ჩემს მეუღლეს სისხლი სჭირდება, ან ასეთი ოპერაცია რომ უკეთდება. ფაქტობრივად, მოკლეს რა", - ამბობს მურად დავითაძე "TV პირველთან" საუბრისას.

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

"31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში "ბაუ"-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- აცხადებენ "ბაუ"-ში.