loader

ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს - ცნობილია რომელ პორტალზე შეძლებენ გულშემატკივრები ბილეთების შეძენას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს - ცნობილია რომელ პორტალზე შეძლებენ გულშემატკივრები ბილეთების შეძენას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.