loader

"ექიმი სჭირდება ექიმს" - ემოციური კადრები: ეროვნული ნაკრების ექიმი პენალტების დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმი სჭირდება ექიმს" - ემოციური კადრები: ეროვნული ნაკრების ექიმი პენალტების დროს

სოციალურ ქსელში პენალტების დროს გადაღებული ეროვნული ნაკრების ექიმის, დათო ხარაბაძის ემოციური კადრები ვრცელდება.

"ექიმი სჭირდება ექიმს...

ნაკრების და "დინამოს" ქუთათური ექიმი. მაგარი კაცი...

მთავარია, გუნდის ნაწილი იყო და არა ის, თამაშის დროს რა პოზიციაზე ან მოედნის რომელ მონაკვეთში ხარ...

ფეხბურთს აქვს ეგ ჯადოსნურობა - ერთ ოჯახად გაქცევს მთელ გუნდს!

ვაიმე, ეს კაცი მიყვარს...

ექიმო, გული გამიჩერდა თქვენს განცდაზე, გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა...

ეს ხალხი, ვინც სტადიონზე დგას ზურგით და თავის საქმეს ასრულებს, ყველაზე მეტ სტრესშია - უყურებს ხალხს და არა ფეხბურთს, ამ დროს კი..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

ვიდეო: ცისარტყელა ¤ The Rainbow