loader

"ევექსის" 2 წარმომადგენელს გაურიგდა" - სკანდალური ამბის დეტალები: როგორ ხდებოდა ავადმყოფების გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, ვინ არიან დაკავებულები და რას ამბობს პრემიერი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევექსის" 2 წარმომადგენელს გაურიგდა" - სკანდალური ამბის დეტალები: როგორ ხდებოდა ავადმყოფების გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, ვინ არიან დაკავებულები და რას ამბობს პრემიერი?

"კურიერის" ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ხელბორკილები საკუთარ ბინაში თამარ მანჩახაშვილს დაადეს - სასწრაფო დახმარების ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილეს. დაკავებულები არიან ამავე სამსახურის მენეჯერებიც, რატი ცამბაია და ნინო კოშაძე.

ირკვევა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი თანამშრომელი "ევექსი-ჰოსპიტალსის" სამედიცინო დაწესებულების ორ წარმომადგენელს გაურიგდა. შეთანხმების მიხედვით, სასწრაფოს პაციენტები არა უახლოეს საავადმყოფოში, არამედ სწორედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებში უნდა გადაეყვანათ. გადამისამართება კი პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში, ხელოვნური ჩარევით ხდებოდა. ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, თამარ მანჩხაშვილმა, რატი ცამბაიამ და ნინო კოშაძემ, ქრთამის სახით ჯამში 532 126, "ევექსის" კლინიკის წარმომადგენლებმა კი ბონუსად 225 930 ლარი აიღეს.