loader

დააკავეს პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი, რომელმაც მეუღლეზე იძალადა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი, რომელმაც მეუღლეზე იძალადა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებულ იქნა სამართალდამცველის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებულ იქნა.

სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.