loader

პრემიერის განცხადებით, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სტაჟირებაზე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება მიღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის განცხადებით, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სტაჟირებაზე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება მიღებული

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.