loader

რატომ შეწყდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ შეწყდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

დაბა ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია დროებით შეწყვეტილია ზვავსაშიშროების გამო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ძებნა განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ. როგორც შსს-ში გვითხრეს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.

რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ, 28 მარტს, დილით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოყვა.

ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად 2016 წელს დაიღუპა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. ზვავის ჩამოწოლისას იგი დიდველსა და კოხტაგორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა.