loader

"ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოშიო? ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ“- 10 წლის ტაოს ემოციური ვიდეო საფრანგეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოშიო? ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ“- 10 წლის ტაოს ემოციური ვიდეო საფრანგეთიდან

“10 წლის ტაო საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოში სულ ალბათ ოთხჯერ ან ხუთჯერ არის ნამყოფი, მაგრამ გიჟდება მეჯვრისხევსა და საქართველოზე. ბებია ეწვია საფრანგეთში და დღეს უკან გააცილა საქართველოში. აეროპორტში ბებოს ცრემლი არ დაანახა, მაგრამ თვალს მოეფარა თუ არა, გადმოყარა ცრემლები ღაპაღუპით, რატომ წავიდაო...

ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა და დამისვა კითხვა, რომელიც არ მიყვარს... "ჩვენ, ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოში?" და გავეცი პასუხი, რომელიც მეზიზღება!... "არ ვიცი, ტაო"

პ.ს. ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ...“- ავრცელებს Dachi Gurgenidze.