loader

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ ვარ პოპულარული..." - რა თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა ეს­პა­ნურ რა­დი­ოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 2023 წელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ ვარ პოპულარული..." - რა თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა ეს­პა­ნურ რა­დი­ოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 2023 წელს?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა 26 მარტს ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

პენალტების სერიაში პირველი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

25 წლის გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ბურ­თა­ლოს" წევ­რი იყო, 2018 წელს კი სა­თა­მა­შოდ ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. 2019 წელს ის "ლე­ვან­ტეს" შე­უ­ერ­თდა, რომ­ლის მა­ი­სუ­რით 2020 წელს ლა ლი­გა­ში 3 მატ­ჩიც ჩა­ა­ტა­რა. სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბის მიზ­ნით გი­ორ­გიმ გა­სუ­ლი სე­ზო­ნი კას­ტე­ლონ­ში იჯა­რით გა­ა­ტა­რა, ზა­ფხულ­ში კი "ლე­ვან­ტეს" და­უბ­რუნ­და, სა­დაც ლა ლიგა 2-ის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 11 მატჩში 2 გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა "ლე­ვან­ტე­ში" სა­დე­ბი­უ­ტო გოლი ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, ეს­პა­ნე­თის თას­ზე შე­აგ­დო.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ ვარ პოპულარული. ასე­თია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ის ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვია.

მე ვარ თავ­მდა­ბა­ლი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ითა­მა­შოს მა­ღალ დო­ნე­ზე.

ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ჩემ­თან სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს. მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ ასე მა­თაც კი არ ვუყ­ვარ­ვარ (იცი­ნის)", - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა 2023 წლის ბო­ლოს ეს­პა­ნურ რა­დი­ოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა.

ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე>>>