"საქართველოში მე არ ვარ პოპულარული..." - რა თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში 2023 წელს?
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
პენალტების სერიაში პირველი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
25 წლის გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში "საბურთალოს" წევრი იყო, 2018 წელს კი სათამაშოდ ესპანეთში წავიდა. 2019 წელს ის "ლევანტეს" შეუერთდა, რომლის მაისურით 2020 წელს ლა ლიგაში 3 მატჩიც ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გიორგიმ გასული სეზონი კასტელონში იჯარით გაატარა, ზაფხულში კი "ლევანტეს" დაუბრუნდა, სადაც ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა "ლევანტეში" სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ესპანეთის თასზე შეაგდო.
"საქართველოში მე არ ვარ პოპულარული. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის ყველას ძალიან უყვარს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია.
მე ვარ თავმდაბალი მოთამაშე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ითამაშოს მაღალ დონეზე.
ესპანეთში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. გულშემატკივრებმა ჩემთან სურათები გადაიღეს. მაშინ მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათაც კი არ ვუყვარვარ (იცინის)", - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა 2023 წლის ბოლოს ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში თქვა.
ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე>>>