loader

"2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში - ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში - ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა" - კახა კალაძე

2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო, ხშირ შემთხვევაში, მარცხთან, წაგებასთან, ნიჰილიზმთან. გუშინდელი ცრემლები იყო გამარჯვების, ეს იყო სიამაყის, ეს იყო უდიდესი სიხარულის ცრემლები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ, რომ ძალა ერთობაშია, ნაკრებმა გულშემატკივართან ერთად აჩვენა გუნდურობა, ერთობა და ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი - გამარჯვება.