loader

კახა კალაძის პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ - "მე, სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დღეს უბედნიერესი ვარ, ისე, როგორც არასდროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძის პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ - "მე, სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დღეს უბედნიერესი ვარ, ისე, როგორც არასდროს"

"მე, სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დღეს უბედნიერესი ვარ, ისე, როგორც არასდროს" - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ისტორიული მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.