loader

"ისტორია დაიწერა და კაცი ხმას ვერ იღებს..." - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისტორია დაიწერა და კაცი ხმას ვერ იღებს..." - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

"ისტორია დაიწერა და კაცი ხმას ვერ იღებს... ბავშვს სძინავს" - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში - პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

ვიდეო: ხატია ზოიძე