loader

რა თანხას მიიღებს საქართველო უეფასგან ისტორიულ მატჩში გამარჯვების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თანხას მიიღებს საქართველო უეფასგან ისტორიულ მატჩში გამარჯვების შემდეგ?

თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თი. ძი­რი­თადი დრო­ ან­გა­რი­შით 0-0 დას­რულ­და და ყვე­ლა­ფე­რი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­თა­მა­შებთ.

ერთა ლი­გის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში ითა­მა­შებს, სა­დაც მისი მე­ტო­ქე­ე­ბი თურ­ქე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ევრო 2024 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც უკვე აღვ­ნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევრო-2024-ის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა, უე­ფას­გან 9.25 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. სწო­რედ ეს თან­ხა აქვს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მო­ყო­ფი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის.

ამას­თან, უეფას ცნო­ბით, ფეხ­ბურ­თის 24 გუნდს, რო­მ­ლებიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებენ, 331 მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დის. თუმ­ცა მათ­გან უეფა 2,4 მლრდ ევ­როს კო­მერ­ცი­ულ მო­გე­ბას ელის.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი­დან ყვე­ლა იმ ნაკ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, რო­მ­ლებიც პირ­ველ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სა­მი­ვე თა­მაშს მო­ი­გებენ, უე­ფას­გან მაქ­სი­მუმ 28.25 მლნ ევ­როს მი­ი­ღებენ. განაგრძეთ კითხვა