რა თანხას მიიღებს საქართველო უეფასგან ისტორიულ მატჩში გამარჯვების შემდეგ?
თბილისში, "დინამო არენაზე", დასრულდა საქართველო-საბერძნეთი. ძირითადი დრო ანგარიშით 0-0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. საქართველომ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.
ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა.
ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა, უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.
ამასთან, უეფას ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომლებიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებენ, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებენ. განაგრძეთ კითხვა