loader

თემქაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან, მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემქაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან, მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი

თემქაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან, მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა. შელაპარაკება ბანკში დაიწყო, აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა.

ამის შემდეგ დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "ლიბერთი ბანკის" დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წყარი: "მთავარი არხი"