loader

"გაუმხილეთ, მოუყევით, შეიძლება გაგიჟდეს, დაბურძგლოს, სასწაულია... ასეთი გოიმობა საშინელებაა" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუმხილეთ, მოუყევით, შეიძლება გაგიჟდეს, დაბურძგლოს, სასწაულია... ასეთი გოიმობა საშინელებაა" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე

ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, ლევან ბერძენიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივაზე მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „მალე ოიდიპოს მეფეც აიკრძალება“.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მითოლოგიაში ოიდიპოს მეფის დედაზე გაუცნობიერებელი ამბავი ხდება და ამის შესახებ ვინმემ უთხრას ბერძენიშვილს, „იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს“.