loader

"მინი-ტერორისტული აქტია! რამდენი მასწავლებლის და მოსწავლის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში ახლა ერთმა მოზარდმა" - რას წერს მშობელი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინი-ტერორისტული აქტია! რამდენი მასწავლებლის და მოსწავლის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში ახლა ერთმა მოზარდმა" - რას წერს მშობელი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე?

თბილისში, N32 სკოლაში, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

"მოკლედ, ეს ხდება საბას სკოლაში. კიდევ კარგი, რომ საბა მეორე ცვლაშია და გზაში წასული ბავშვი სასწრაფოდ მოვაბრუნე, როცა ეს ამბავი შემატყობინეს. წარმოდგენაც არ მინდა, მის ალერგიას როგორი რეაქცია ექნებოდა, ეს შემთხვევა რომ იმ დროს მომხდარიყო, როცა ბავშვი სკოლაში იყო! ან რად მინდა წარმოდგენა, ფაქტია, მისი სკოლელები გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ვიღაც ლაწირაკმა "წიწაკის სპრეის" დერეფნებში გაშვებით გადაწყვიტა "ხუმრობა"!

იმედია, ეს საკითხი მკაცრად დაყენდება გამოძიების წინაშე და გაირკვევა, ვინ იყო ამის ინიციატორი, ხოლო დამნაშავე, მავნებელი ბავშვი შესაბამისად დაისჯება! ასევე, კარგი იქნება, ფსიქოთერაპიის კურსს თუ გაატარებენ, რადგან აშკარად დარღვევები აქვს!

მე-11 კლასელი მოსწავლეები რამდენჯერ მყოლია, ისეთი საყვარელი, ზრდილობიანი და კარგი ბავშვები მხვდებოდა ყოველთვის. ეს მარაზმატიკი მოზარდები საიდან მოდიან, სახლში რას ასწავლით, რაზე ელაპარაკებით, ან საერთოდ ელაპარაკებით თქვენს შვილებს?

თუ გგონიათ, რადგან მაღალ კლასებში სწავლობს უკვე, არ სჭირდება შემოწმება, რა უდევს ჩანთაში, რა უდევს ჯიბეში, რას აკეთებს ტელეფონით... შეიძლება მოძალადეა თქვენი შვილი და არ იცოდეთ.

გუშინ ვიღაც წერდა ერთ ჯგუფში, ჩემს შვილს პატარა დანა უპოვა მანდატურმა და ახლა ბავშვს ედავებიანო, 8-სანტიმეტრი იყო ის დანა, მეტი კი არაო... ასეთი გამოტვინებული მშობლები ზრდიან ასეთ იდიოტ შვილებს უმეტესად!

რამდენი წელია, ვამბობ, მშობლების ინსტიტუტი უნდა შეიქმნას, სპეციალური ტრენინგები უნდა გაიარონ მშობლებმა, სანამ ბავშვი დაიბადება, ნახევარზე მეტი აზრზე არაა, საერთოდ რისთვის აჩენს შვილს.

ძაღლს რომ მოიყვანენ სახლში და არ ასწავლიან არაფერს, ისე ზრდიან შვილებსაც, რომ მთავარია, ჭამოს და ჩაიცვას!

რამდენი მასწავლებლის და მოსწავლის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში ახლა ერთმა მოზარდმა (შეიძლება მეგობრებიც იყვნენ ერთად, რა მნიშვნელობა აქვს, მაგას გამოძიება დაადგენს, იმედია).

ფაქტობრივად, მინი-ტერორისტული აქტია!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ გოჩიაშვილი.

ფოტო: "TV პირველი"