loader

მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე დაკავებულს პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა.

ორივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული. 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.