loader

“ძალიან მწყდება გული და განვიცდი იმას, რომ ფაქტიურად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა - რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები..” - რას წერს ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან მწყდება გული და განვიცდი იმას, რომ ფაქტიურად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა - რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები..” - რას წერს ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე

"მაპატიე რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნუცა ბუზალაძე წერს, რომელის ძმაც 11 დღიანი ძებნის შემდეგ, ამერიკაშო, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"დღეს ჩემი ყველაზე სიმპატიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში.

ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს არ ვიცი თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაყვა მას ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას რომ ფაქტიურად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა. რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები.. ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი რასაც დღეს ვგრძნობ არ გამინელდება არასდროს!

დათო შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი , კარგი შვილი, კარგი მეუღლე კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ "- წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

ნუცა ბუზალაძის ნახევარძმა ფილადელფიაში ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტებით დემოსპენ ხარლამპიდი, იგივე დათო ბუზალაძე დედის გვარზე იყო. გარდაცვლილის დედა წარმომავლობით ბერძენია.

მას 11 დღე ეძებდნენ ოჯახის წევრები.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.