loader

რუსი სამხედრო, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ყური მოაჭრა, დანის გაყიდვას აუქციონზე გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი სამხედრო, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ყური მოაჭრა, დანის გაყიდვას აუქციონზე გეგმავს

რუსი სამხედრო, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს ყურს აჭრის და შემდგომ მის ჭამას აძალებს, ტელეგრამ არხზე წერს, რომ ყურის მოჭრაში გამოყენებული დანის გასაყიდად აუქციონის მოწყობას გეგმავს.

ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორისტს.

ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდამსხმელის დაკავების კადრები ჩანს. ვიდეოში ჩანს, თუ ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც მიწაზე წევს. მას თავზე სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი ადგას. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭვმიტანილის მოჭრილი ყური უჭირავს. სპეცსამსახურის თანამშრომელი კადრებში რამდენჯერმე ცდილობს, რომ სხეულის ნაწილი კაცს პირში ჩაუტენოს.

ამას გარდა, გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც დაკავებულ პირებს კითხავენ. ერთ-ერთ ჩანაწერში პირს, რომელსაც სახე დასისხლიანებული, ყური კი ახვეული აქვს, ეუბნებიან: "ერთი ყური კიდევ დაგრჩა".

მოგვიანებით მედიაში ISIS-ის ტერორისტების დაკავების სურათები გავრცელდა, რომელშიც რუსი სამხედროები ჩანან. ერთ-ერთ ფორმაში მყოფ პირს კი ხელში სავარაუდოდ ყურის მოჭრაში გამოყენებული დანა უჭირავს, ხოლო ფორმაზე ე.წ. "შავი მზის" სამკლავური (იგივე "შევრონი") უკეთია.