loader

"ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს საშუალება ექნება" - ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს საშუალება ექნება" - ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე

ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება - დანარჩენი სპეკულაციებია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა.

„ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები თვეებია გრძელდება. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა. შესაბამისად, ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება. დანარჩენი სპეკულაციებია! გვესმის, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი. აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად, ყველა საელჩოში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები. დანარჩენი - ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია“,- განაცხადა კობახიძემ.