loader

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ 93 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

კრემლი აცხადებს, რომ 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს 11 ადამიანის დაკავების შესახებ აცნობა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობენ“, - აცხადებს კრემლი.