loader

(18+) ვრცელდება მძიმე კადრები მოსკოვიდან - საკონცერტო დარბაზში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) ვრცელდება მძიმე კადრები მოსკოვიდან - საკონცერტო დარბაზში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

მოსკოვის ცენტრში სამმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამმა შენიღბულმა პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა. ადგილზე არიან დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი ამ მომენტისთვის უცნობია.

“კროკუს სითი ჰოლის” პარტერში კამუფლაჟში გამოწყობილი ადამიანები შევარდნენ, როგორც მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შედეგად ცეცხლი გაჩნდა…

ადამიანები, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ, ძირს დაწვნენ, რათა სროლას გადარჩენოდნენ, 15-20 წუთი იწვნენ, რის შემდეგაც ცოცვით დაიწყეს გასვლა. ბევრმა გასვლა შეძლო,” - წერს გამოცემა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.