ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა - დაკავებულია 43 წლის კაცი, რომელიც 200-მდე ქალს აშანტაჟბდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი გ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის „Facebook“ სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.
ბრალდებული, განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა და მის მფლობელობაში არსებულ ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე, ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი „Qristi.n.K.Jioshvili”, რომლის საშუალებითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს, დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა. 2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.
ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.
მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.
აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება”, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოტოვე 5...PauseMute Current Time 0:00/Duration 0:04Loaded: 100.00% Picture-in-PictureFullscreen SS.GEროგორ მოხვდე აქ 2% დან გავასესხებ თანხას ვაკანსია - ფენოვანი ცომის ოპერატორი იყიდება 1 ოთახიანი ბინა ბორჯომში ვაკანსია - მცხობელი “ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება ბილეთებს, უამრავს აქვს სურვილი ბილეთების ყიდვის...“ - კახა კალაძე საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის შესახებ მიმართვას ავრცელებსpalitravideo.ge "პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს... ძალიან გული დამწყდა, კარგად ითამაშეს და ბოლომდე ვერ ვუყურეთ სტადიონზე" - რას ჰყვებიან პატარა ქომაგები, რომლებზეც დღეს ყველა ლაპარაკობსpalitravideo.ge "მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხართ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა... უნდა გრცხვენოდეთ!" - მიხეილ ყაველაშვილი თინა ბოკუჩავასpalitravideo.ge რა აუდიოჩანაწერი მოასმენინა თინა ბოკუჩავამ პარლამენტარებს, რასაც შეძახილები მოჰყვაpalitravideo.ge "უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი... სულ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დოდო გუგეშაშვილი ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ?ambebi.ge ქართველი მილიონერის ქალიშვილისა და ცნობილი სპორტსმენის "ლავ სთორი" - რა ხდება ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში (ფოტოები)ambebi.ge "დათო თვალღია შეხვდა სიკვდილს... მამა მასზე ჯავრს გადაჰყვა, დედას დღემდე ხილვები აქვს" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული დათო ბოლქვაძის და და როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორიაambebi.ge კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავსambebi.ge ომი უკრაინაშისრული ინფორმაციადღის ბოლო სიახლეები14 წუთის წინქუთაისის მერიაში უცხოელ პარტნიორებს უმასპინძლეს27 წუთის წინბექა ოდიშარია ოპოზიციას - ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ გულშემატკივარს29 წუთის წინილია დარჩიაშვილი - ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე - ეს არის სრული ტყუილიყველა სიახლე ინტერვიუ 22.03.2024 / 09:40სოსო არჩვაძე - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური გეგმები რეალისტური უნდა იყოს, მათში უნდა ჩანდეს არა მარტო მიზნები, არამედ მათი განხორციელების გზები, საჭირო რესურსები და ვადებიყველა სტატიაპრესის მიმოხილვა21.03.2024 / 09:12რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი - ვინ არის ბარიერის ზღვარზე
უკრაინის ტაქტიკური ცვლილებები - “რუსეთს თავისი ტერიტორიის ერთნაირად დაცვა არ შეუძლია”
საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია
"ჩემთვის ჯაბა იოსელიანი იყო უმამაცესი და ძალიან შემწყნარებელი, მაგალითი გამძლეობისა. რაც შეეხება შვილს, ჩემს დროს ველოდები..." - დოდო გუგეშაშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ რუსული "ავტოგოლი" ანუ რაკეტებით შეიარაღებული "ივანუშკა დურაჩოკების" ამბავი - როგორ გაუმართეს "საზღვაო ბრძოლა" თავისივე მეთევზეებს ტროცკის მკვლელის აღსასრული: ლიკვიდაცია მაჯის საათით - რა ბედი ელოდათ საბჭოთა კავშირში მზვერავებს, რომლებიც უცხოელებმა გაშიფრეს ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე?! - "პუტინი ნატოზე შეტევისთვის ემზადება":არის თუ არა მზად ევროპა რუსული ურდოების მოსაგერიებლად “ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება ბილეთებს, უამრავს აქვს სურვილი ბილეთების ყიდვის...“ - კახა კალაძე საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის შესახებ მიმართვას ავრცელებს "თუ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?" - დიმიტრი ხუნდაძე რა აუდიოჩანაწერი მოასმენინა თინა ბოკუჩავამ პარლამენტარებს, რასაც შეძახილები მოჰყვა "უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი... სულ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დოდო გუგეშაშვილი ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ? ქართველი მილიონერის ქალიშვილისა და ცნობილი სპორტსმენის "ლავ სთორი" - რა ხდება ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში (ფოტოები) "დათო თვალღია შეხვდა სიკვდილს... მამა მასზე ჯავრს გადაჰყვა, დედას დღემდე ხილვები აქვს" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული დათო ბოლქვაძის და და როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორია “ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური” რეკორდული 32 მლნ ლარი ღონისძიებების ორგანიზებაზე - ვინ დახარჯა ყველაზე მეტი ვინ არიან ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები და როგორია მათი ფასები PauseUnmute Stream Type LIVE Picture-in-PictureFullscreen მთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 98 05ipnnews@ipn.ge +122018 ყველა უფლება დაცულია