loader

"პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს... ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, კარ­გად ითა­მა­შეს და ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რეთ სტა­დი­ონ­ზე" - რას ჰყვებიან პატარა ქომაგები, რომლებზეც დღეს ყველა ლაპარაკობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს... ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, კარ­გად ითა­მა­შეს და ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რეთ სტა­დი­ონ­ზე" - რას ჰყვებიან პატარა ქომაგები, რომლებზეც დღეს ყველა ლაპარაკობს

საქართველო- ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, დღეს ყვე­ლა­ზე ნახ­ვა­დი და ემო­ცი­უ­რი მა­ინც ორი პა­ტა­რა ბი­ჭის კად­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც სტა­დი­ონ­ზე შე­ი­პარ­ნენ და სა­ოც­ნე­ბო თა­მაშ­ზე ასე მოხ­ვდნენ. ვიდეო დაჯი ლა­პი­აშ­ვი­ლმა გაავრცელა.

AMBEBI.GE-მ პა­ტა­რა ქო­მა­გე­ბი იპო­ვა. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი, 11 წლის ბი­ჭე­ბი: ილია წი­ქა­რიშ­ვი­ლი და ლუკა ყუ­რაშ­ვი­ლი არი­ან.

ილია წი­ქა­რიშ­ვი­ლი: - დილა რომ გა­თენ­და, ლუ­კამ და­მი­რე­კა, მოდი, დღეს თა­მა­შია, ბი­ლე­თე­ბი ვერ ვი­ყი­დე და შე­ვი­პა­რო­თო. პირ­ვე­ლად რომ შე­ვი­პა­რეთ, გა­მოგ­ვიშ­ვეს, მწვა­ნე რა­ღა­ცე­ბი ეც­ვათ. არ გვინ­დო­და სახ­ლში წა­მოს­ვლა. არ გვინ­დო­და და­ნე­ბე­ბა, თუ შეს­ვლა იყო, ბო­ლომ­დე უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. მი­რე­კავს მამა, სახ­ლში წა­მო­დი, არ გინ­დაო. მა­მამ და­მი­რე­კა და მე­ო­რე ტა­იმს სახ­ლში ვუ­ყუ­რეთ, სრუ­ლად ვერ და­ვეს­წა­რით. რომ დას­რულ­და, იქ აღარ ვი­ყა­ვით.იხილეთ გაგრძელება