"პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს... ძალიან გული დამწყდა, კარგად ითამაშეს და ბოლომდე ვერ ვუყურეთ სტადიონზე" - რას ჰყვებიან პატარა ქომაგები, რომლებზეც დღეს ყველა ლაპარაკობს
საქართველო- ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, დღეს ყველაზე ნახვადი და ემოციური მაინც ორი პატარა ბიჭის კადრები აღმოჩნდა, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და საოცნებო თამაშზე ასე მოხვდნენ. ვიდეო დაჯი ლაპიაშვილმა გაავრცელა.
AMBEBI.GE-მ პატარა ქომაგები იპოვა. ისინი კლასელები, 11 წლის ბიჭები: ილია წიქარიშვილი და ლუკა ყურაშვილი არიან.
ილია წიქარიშვილი: - დილა რომ გათენდა, ლუკამ დამირეკა, მოდი, დღეს თამაშია, ბილეთები ვერ ვიყიდე და შევიპაროთო. პირველად რომ შევიპარეთ, გამოგვიშვეს, მწვანე რაღაცები ეცვათ. არ გვინდოდა სახლში წამოსვლა. არ გვინდოდა დანებება, თუ შესვლა იყო, ბოლომდე უნდა შევსულიყავით. მირეკავს მამა, სახლში წამოდი, არ გინდაო. მამამ დამირეკა და მეორე ტაიმს სახლში ვუყურეთ, სრულად ვერ დავესწარით. რომ დასრულდა, იქ აღარ ვიყავით.იხილეთ გაგრძელება