loader

"მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხართ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა... უნდა გრცხვენოდეთ!" - მიხეილ ყაველაშვილი თინა ბოკუჩავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხართ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა... უნდა გრცხვენოდეთ!" - მიხეილ ყაველაშვილი თინა ბოკუჩავას

არ მოგცემ საშუალებას, საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო - მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.