loader

"მონა ეს! გაიპარე, მიდი! არ გრცხვენიათ?" - რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში: კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მონა ეს! გაიპარე, მიდი! არ გრცხვენიათ?" - რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში: კადრები ადგილიდან

"რუსთავი 2"-ის ცნობით, ევრონესტში რეზოლუციის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციის დელეგაციას თბილისში შეძახილებით დახვდნენ.

აეროპორტიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციის თანხლებით გაიყვანეს. მათ შორის იყვნენ გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი და ანი წითლიძე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აეროპორტში განვითარებული მოვლენები სასაცილო პროვოკაცია იყო.

"კიდევ ერთი პროვოკაცია იყო აეროპორტში, რომელიც სასაცილოდ არ მეყო. რაზე ვისაუბროთ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოდ. რეზოლუცია მხარდასაჭერად საერთოდ არ გამოსულა, ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა", - აცხადებს ვაშაძე.