loader

"კიდევ უარესად არის სიტუაცია... ეს უნდა განახოთ, წარმოუდგენელია!" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანკა კალატოზიშვილის ძმა ბახტრიონის ქუჩიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიდევ უარესად არის სიტუაცია... ეს უნდა განახოთ, წარმოუდგენელია!" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნანკა კალატოზიშვილის ძმა ბახტრიონის ქუჩიდან?

"გზა ინგრევა! ამ გზაზე დადის მთელი დღის განმავლობაში ათასობით მანქანა და უამრავი ავტობუსი!" - ამის შესახებ ნანკა კალატოზიშვილის ტყუპისცალი ძმა, პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბახტრიონის ქუჩიდან ვიდეოს აქვეყნებს.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, გზის ჩავარდის უკან კერძო სამშენებლო კომპანია "თიზი" დგას.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ამ ადგილზე კორტებს აშენებს. სწორედ მათ დაევალათ ფერდის გამაგრება, რომელიც უწყების ცნობით, რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.

ასევე იხილეთ ამ თემაზე მომზადებული ჩვენი სიუჟეტი: საგანგაშო კადრები თბილისის ცენტრიდან - "უკომენტაროდ, უბრალოდ, შეხედეთ, რა ხდება, ძალიან საშიშია"