loader

“გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

“გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის.

“ეს ბავშვები შორიდან დავინახე. ვგიჟდები მე ამათ ფეხბურთისადმი სიყვარულზე. სკოლიდან დაღლილები მოდიოდნენ და იმის ნაცვლად, სახლში გაქცეულიყვნენ, დინამოსთან მოვიდნენ რამდენიმე საათით ადრე და მზად იყვნენ იქვე დაეცადათ, რა გზა არ ეძებეს, რა არ იფიქრეს… წამოსვლაზეც კი დაფიქრდნენ წამიერად, თუმცა თეთრქურთუკიანმა იხტიბარი არ გაიტეხა და იმედი მაქვს, ისიამოვნეს ამ თამაშის სიხარულით!

გადამყიდველებო, ვისაც მართლა უნდოდა ამ მატჩზე დასწრება და ბილეთებს ცეცხლის ფასი დაადეთ, ხედავთ ამ ბავშვებს? შეინახეთ ახლა ეგ ბილეთები და დიდხანს უცქირეთ, იქნებ ოდესმე მაინც მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას… ბავშვებო, უსაყვარლესები ხართ“ - ავრცელებს ვიდეოს დაჯი ლაპიაშვილი.