loader

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი სრულად დომინირებდა, მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელა. სტუმრებს პირველი შანსი მიეცათ და მეკარე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მერე მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა. თუმცა, არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, საჯარიმო დანიშნა, ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვიზავის მცველი შანო გააძევა, ხოლო საჯარიმოდან ბურთი შენგელიამ ხარიხას გაარტყა. 63-ე წუთზე კი ზივზივაზემ დუბლი შეასრულა. მერე შეცვლაზე შესული კვეკვესკირის, დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმული ბურთები ასცდა მიზანს და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.