loader

საქართველოს ნაკრების ავტობუსი საგურამოდან "დინამო არენისკენ" დაიძრა - როგორ აცილებენ შეძახილებით და ოვაციებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების ავტობუსი საგურამოდან "დინამო არენისკენ" დაიძრა - როგორ აცილებენ შეძახილებით და ოვაციებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები?!

დღეს, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საგურამოდან, სადაც ნაკრები სასტუმრო "სევსამორაში" ცხოვრობდა, ავტობუსი უკვე დაიძრა და "დინამო არენისკენ" მიემართება. საქართველოს ნაკრების ბეხბურთელები, გულშემატკივრებმა შეძახილებით და ოვაციებით გამოაცილეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.