დიდი სკანდალი და აქამდე გაუხმაურებელი დეტალები - როგორ ფიქრობთ, სად არის ქეით მიდლტონი?
ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის სკანდალი უცხო არ არის. ჭორები ღალატზე, განქორწინება, ტახტიდან გათავისუფლება, უმართავი სამეფო ოჯახის წევრები და სატელეფონო ჩანაწერები, ინციდენტების სია საკმაოდ გრძელია.
ამჯერად ეპიცენტრში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული კონსერვატორი მოექცა. თითქმის სამი თვეა, რაც, ადამიანები მსოფლიოს გარშემო აქტიურად განიხილავენ მისტიკურ თეორიებს იმაზე, თუ სად გაქრა პრინცესა.
ქეითის ადგილსამყოფელის შესახებ სპეკულაციები დღითიდღე უფრო მძაფრდება. ვრცელდება არაერთი თეორია პრინცესას შესახებ. ერთი ვერსიით, მან მეფე ჩარლზს თირკმელი გადაუნერგა და ახლა ძალიან ცუდად არის; კიდევ ერთი თეორიის თანახმად, პრინცესამ წონაში მოიმატა და სპეციალური გასახდომი პროგრამისთვის მაიამიში წავიდა.
გიჟურ თეორიებს დასასრული არ უჩანს, ზოგირთის აზრით კი, ქეითმა პრინც უილიამის ღალატის შესახებ გაიგო ლედი როუზ ჰანბერისთან და სასახლიდან გაიქცა.
ჭორები და კონსპირაციული თეორიები მრავალფეროვანია. თუმცა თეორიებზე მეტად მნიშვნელობანი ისაა, თუ რატომ და როგორ დაუშვა სამეფომ მსგავი უმართავი ტალღა.
რა დაემართა სამეფო მანქანას? და რატომ არის ეს სკანდალი ასეთი დიდი?
მისტიკურ თეორიებსა და სამეფო ოჯახის კრიზისს შორის, გზას ფაქტებით თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ 25 დეკემბრიდან 4 მარტამდე პრინცესა - საჯაროდ ნამდვილად არ გამოჩენილა.
რეალურად კი, ბუკინგების სასახლემ ჯერ კიდევ 17 იანვარს საზოგადოებას ამცნო, რომ ქეითი აღდგომამდე საჯარო მოვალეობებს ჩამოშორდებოდა, რადგან მან მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა.
ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიურად:
ქეითი ბოლოს შობას, 25 დეკემბერს, ქმართან, პრინც უილიამთან და შვილებთან ერთად ეკლესიაში მიმავალი დააფიქსირეს.
29 იანვარს ბუკინგემის სასახლემ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მეფე ჩარლზს გადიდებული პროსტატის გამო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება სჭირდებოდა. თუ ქეითის ოპერაციის შესახებ საზოგადოებისთვის არანაირი დამატებითი დეტალი არ გაუზიარებიათ, სამეფო ოჯახი მეფე ჩარლზის შემთხვევაში საპირისპიროდ მოიქცა, რამაც საზოგადოებაში არსებული ეჭვი კიდევ უფრო გააღვივა. ზოგიერთის აზრით კი, ქეითმა ოპერაცია ვერ გადაიტანა.
იანვრის ბოლოს ამ თეორიას ისიც დაემატა, რომ ესპანური ახალი ამბების წამყვანმა გამოაცხადა, რომ ქეითი საავადმყოფოში დეკემბერში გადაიყვანეს და კომაში იმყოფებოდა. ეს ცნობა სამეფო ოჯახმა უარყო და განმარტა, რომ მიდლტონი საავადმყოფოდან 29 იანვარს გამოწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
4 მარტს პირველი პაპარაცული ფოტო გავრცელდა, სადაც მანქანაში მჯდომი ქეითი და დედამისი ჩანან. ფოტოში ქეითს კისერი დაფარული აქვს და მზის სათვალე უკეთია, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ შესაძლოა, მანქანაში არა ქეითი, არამედ მილდტონის და იჯდა, რომელიც პრინცესას ძალიან ჰგავს.
დედის დღეზე კენსინგტონის სასახლემ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქეით მიდლტონი შვილებთან ერთადაა გამოსახული. თუმცა უცხოური გამოცემების მტკიცებით, სურათი წარუმატებელი ფოტომანიპულაცია იყო.
ამბავთან დაკავშირებით მალევე პრინცესას სოციალურ ქსელში განცახდება გავრცელდა, სადაც ის ბოდუიშს იხდის და ამბობს, რომ სურათი თავად დაამუშავა.
კიდევ ერთი პაპარაცული ფოტო 11 მარტს გავრცელდა, რომელშიც ქეითი და პრინცი უილიამი მანქანაში სხედან, თუმცა ამჯერად მიდლტონის სახის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
16 მარტს ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც გამოცემის მტკიცებით, ქეითს მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად ვხედავთ. ეს არის ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ. შეთქმულების თეორიებმაც არ დააყოვნა, უმრავლესობამ უარყო ვიდეო და გაჩნდა მეტი კითხვის ნიშანი, რადგან ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო რეალობის აღქმა რთული გახდა. ამასთან, მეტად სარწმუნო იყო, რომ გავრცელებულ კადრებში არა პრინცესა, არამედ მისი ორეული ჰეიდი ეიგანია, ამბავს თავად ჰეიდი გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო, რითაც ჭორები კიდევ ერთხელ დამარცხდა.
გავრცელებული ჭორების უმეტეს ნაწილს ფაქტები აშკარად აკლია.
მთელი მსოფლიო მოიცვა კითხვამ - სად არის ქეითი? - სამეფო ოჯახი ოფიციალურ კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს.
კითხვაზე პასუხს კი, ალბათ, სულ რამდენიმე კვირაში გავიგებთ, როცა დათქმული ვადა დასრულდება და ქეითს სამეფო ვალდებულებებთან დაბრუნება მოუწევს.