loader

კახეთში 46 წლის კაცმა ცოლი და ცოლის 15 წლის ნათესავი დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში 46 წლის კაცმა ცოლი და ცოლის 15 წლის ნათესავი დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1981 წელს დაბადებულ თ.ო. და მეუღლის ნათესავი - 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.