ქალი, რომელიც ნაყოფს მუცლით 56 წლის განმავლობაში ატარებდა, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - შოკისმომგვრელი ამბავი ბრაზილიიდან
81 წლის ბრაზილიელი ქალი დანიელა ვერა 56 წლის განმავლობაში ატარებდა კალციფიცირებულ ნაყოფს მუცლით.
ამის შესახებ, მან სიცოცხლის ბოლო წლებში გაიგო, როდესაც საშვილოსნოს არეში დისკომფორტის დასადგენად ქალაქში ჩავიდა და კლინიკას ესტუმრა. 3D დათვალიერების შედეგად, ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს - მას საშვილოსნოსგარე ორსულობის იშვიათი გვერდითი ეფექტი ჰქონდა და როგორც აღმოჩნდა, 56 წლის განმავლობაში მუცლით ატარებდა კალციფიცირებულ ნაყოფს.
- მას ნაყოფის ამოკვეთის ოპერაცია 14 მარტს გაუკეთეს, თუმცა 15 მარტს გარდაცვალება დაფიქსირდა.
- ბრაზილიური საინფორმაციო გამოშვების, G1-ის ცნობით, ქალი ქალაქ არალ მორეირაში, პარაგვაის საზღვართან ცხოვრობდა, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული.
- ექიმების განმარტებით, იმის გამო, რომ ნაყოფი ვერას ორსულობის დროს საშვილოსნოში მოკვდა, მისმა სხეულმა ის ვერ გამოდევნა. სამაგიეროდ, მუცლის ღრუში შენარჩუნდა და გარშემო კალციუმის გარსი ჩამოყალიბდა.
- დანიელა ვერას ჰყავდა 7 შვილი და 40 შვილიშვილი.
წყარო: dailymail