loader

"იმისათვის, რომ ილია თოფურიას დავუფასოთ დამსახურება, სწორედ ამიტომ მივმართეთ მე და შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმისათვის, რომ ილია თოფურიას დავუფასოთ დამსახურება, სწორედ ამიტომ მივმართეთ მე და შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

"სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. მან ოპოზიციის ხმების ხარჯზე შეინარჩუნა ეს თანამდებობა. იმისათვის რომ ილია თოფურიას დავუფასოთ ეს დამსახურება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მივმართეთ მე და შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს" - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი" - აღნიშნა კობახიძემ.