loader

"ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები; ბევრს გული დასწყდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები; ბევრს გული დასწყდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება" - კახა კალაძე

ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია გულდაწყვეტილი იმით, რომ ვერ შეძლო საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა - ბევრი გულდაწყვეტილი გულშემატკივარი, პატარა დაგვრჩა. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ დიდი ეკრანები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ქართული ფეხბურთისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი დღე. გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგთან „დინამო არენაზე“.