loader

რა ხდება ამ წუთებში ოზურგეთში, სადაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ოზურგეთში, სადაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა?

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მატარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებთან იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.

მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი საკუთარი ძალებით დატოვეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა”,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ვიდეო: "TV პირველი"