loader

"უკომენტაროდ! ამას უყურეთ, არ არსებობს, ეს რომ არ გადავიღო" - ყიდულობენ თუ არა ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელები  ტაქსის  A კატეგორიის ლიცენზიას ბასლეინში მოძრაობის უფლების მისაღებად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკომენტაროდ! ამას უყურეთ, არ არსებობს, ეს რომ არ გადავიღო" - ყიდულობენ თუ არა ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელები  ტაქსის  A კატეგორიის ლიცენზიას ბასლეინში მოძრაობის უფლების მისაღებად?

ყიდულობენ თუ არა ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელები ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას ბასლეინში მოძრაობის უფლების მისაღებად?

რადიო „პალიტრის" გადაცემაში „თქვენი დრო“ ტაქსის მძღოლის და აქტივისტის, ზურაბ ბუნტურის მტკიცებით, თბილისში მომრავლდა სხვადასხვა ფირმის მაღალბიუჯეტური მანქანები ტაქსის ტრაფარეტით. გავრცელებული ვერსიით, მიზანი ავტობუსების ზოლში გადაადგილებაა საცობებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც დარღვევად მიიჩნევა.

მიუხედავად ბუნტურის მტკიცებისა, შეუძლებელია იმის დაზუსტება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ავტომობილის მეპატრონე არა ტაქსაობს, არამედ პირადი მიზნებისთვის იყენებს ტაქსის ტრაფარეტს.

A კატეგორიის მქონე ტაქსებს ბასლაინში მოძრაობის უფლება 2023 წლის 1-ელი აპრილიდან აქვთ. А კატეგორიის ლიცენზიის მიღება კი შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისი ავტომანქანა 10 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული, არის თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი.

ტაქსის ინდუსტრიას საქართველოში მრავალი პრობლემა აქვს. აქტივისტის თქმით, პოლიციას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ავტობუსის ზოლში მოძრავი ყველა მანქანა შეამოწმოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკონტროლო სახეს იღებს.