loader

თბილისში, ნინოშვილზე, სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა - შესაძლოა 27 ოჯახი უსახლაროდ დარჩეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, ნინოშვილზე, სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა - შესაძლოა 27 ოჯახი უსახლაროდ დარჩეს

თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში, საცხოვრებელი სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილობრივები უყვებიან, თაღისთავზე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, ჯამში კი, ე.წ. იტალიურ ეზოში 27 ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ორი წლის წინ შეამჩნიეს, რომ კანალიზაცია იჭედებოდა და მერიას და GWP-ს მიმართეს, თუმცა შედეგი არ დამდგარა.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ წვიმის გამო ეზო დაიტბორა და წყალი სახლშიც შევარდა, რის შემდეგაც მერიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა, რათა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე კანალიზაციის მილი ეპოვათ, თუმცა, როგორც ადგილობრივი ამბობს, აღმოჩნდა, რომ შიდა მილი ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე დაერთებული არ იყო და ამ დროის განმავლობაში კანალიზაცია საძირკველში ჩაედინებოდა.

GWP-ში ამბობენ, რომ გუშინ მიიღეს შეტყობინება, რომ გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოებისას დაზიანდა მათი მილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები წითელ ხაზებს მიღმა, თაღის გარე ტერიტორიაზე აწარმოეს და მის ქვეშ არ გაუთხრიათ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან დაკავშირებით მათ მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩა N48-სთან არსებული დაზიანებული წყალარინების ქსელი ე.წ. იტალიური ეზოს წითელ ხაზებს შიგნით მდებარეობს, რომელსაც სემეკის “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 24-ე მუხლის თანახმად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ექსპლუატაციას არ უწევს. შესაბამისად, ვერც აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას მოახდენდა.

წითელ ხაზებში მოქცეულ ტერიტორიაზე სამუშაოს, ჩვენი ინფორმაციით, გამგეობის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია ახორციელებდა. კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ გამოიწვია "ჯივიპის" მფლობელობაში არსებული წყალარინების გარე ქსელის გაბიდვნაც, რის გამოც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მოუწია აღნიშნულ ქსელზე თავის მხრივ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან "ჯივიპის" მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: https://netgazeti.ge/news/714381/?fbclid=IwAR2kn2AUzdOUzdWMmtihSN8QyUahTIux6dFgvdUgwMe3nZmv8UAmU7nlmrc