loader

სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მედიაში ახალი კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მედიაში ახალი კადრები გავრცელდა

ხან­გრძლი­ვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი კა­მე­რე­ბის წინ გა­მოჩ­ნდა. ქე­ი­თი ქმარ­თან, ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვალ მე­ფეს­თან, უი­ლი­ამ­თან ერ­თად, პა­პა­რა­ცებ­მა სა­ყიდ­ლებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს.

პრინ­ცე­სა ბედ­ნი­ე­რი ჩან­და.

ცნო­ბის­თვის, ქეით მიდლტო­ნი 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 2024 წლის იან­ვარ­ში სა­მე­ფო ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქე­ით­მა "მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა" და ის თა­ვი­სი სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღ­დგო­მის პე­რი­ოდ­ში და­უბ­რუნ­დე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­დი­ა­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გავ­რცელ­და ქე­ი­თის შე­სა­ხებ.

ზოგი წერ­და, რომ მას უი­ლი­ამ­მა უღა­ლა­ტა და პრინ­ცე­სა სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. წერ­დნენ ასე­ვე იმა­ზე, რომ პრინ­ცე­სა აღარ იყო ცო­ცხა­ლი.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარ­ტის და­სა­წყის­ში ქე­ი­თის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი არ ჩანს. ამ ფაქ­ტმა პრინც უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. ეს ვერ­სია ამე­რი­კელ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა სტი­ვენ კოლ­ბერ­ტმაც გა­ნი­ხი­ლა. მას სჯე­რა, რომ ქე­ი­თი სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, ქმარს უკა­ნო­ნო შვი­ლი ჰყავ­და და ის ახლა გან­ქორ­წი­ნე­ბას ითხოვს. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­მე­ფო კარი ქე­ითს ურ­ჩევს, რომ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღოს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, უი­ლი­ა­მის უკა­ნო­ნო შვი­ლის დედა ქე­ი­თის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი როუზ ჰენ­ბე­რია. უი­ლი­ა­მი­სა და რო­უ­ზის რო­მან­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ წერ­დნენ.