loader

ვინ იყო 45 წლის ქალი, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 45 წლის ქალი, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევა გუშინ შირაქის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მაია საკანელაშვილია.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი მაია საკანელაშვილი. ქალბატონი მაია 2016 წლიდან მუშაობდა სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგად.

იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. მას განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებით.

გამოირჩეოდა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მაღალი ჩართულობით.მუდამ ხალისიანი, მოღიმარი, სიკეთით სავსე მაიკო დიდი დანაკლისია ოჯახის, ახლობლების და სრულიად მუნიციპალიტეტისათვის..ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს," - ნათქვამია განცხადებაში.