loader

სკანდალური ეთერი, გადაცემამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო - "ქალი კი ჯერ კი­დევ ვერ მო­დის გონს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ეთერი, გადაცემამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო - "ქალი კი ჯერ კი­დევ ვერ მო­დის გონს"

ყა­ზა­ხეთ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას­თან სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" ეთერ­ში გა­სუ­ლი სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ თოქ-შოუ "ბი­რა­კი“ და­ი­ხუ­რა.

რა მოხ­და 11 მარტს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში?

11 მარ­ტის სა­ღა­მოს 40 წლის გულ­მი­რა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" თოქ-შოუ „ბი­რა­ქის“ სტუ­დი­ა­ში მი­იწ­ვი­ეს. ქა­ლის თქმით, 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმრის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი ცე­მი­სას ხელი მოს­ტე­ხა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ქალ­მა ექ­ვსი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა და შიმ­კენ­ტი­დან ას­ტა­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ქალ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და.

ქალი, რო­მე­ლიც სა­ხეს ნიღ­ბის ქვეშ მა­ლავ­და, ტი­რი­ლით უზი­ა­რებ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებს აუ­დი­ტო­რი­ას, რა დრო­საც თოქ-შოუს წამ­ყვან­მა ასემ იზატ­კიზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა ის ქმარს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო ან იმი­ტომ ეცე­მა, რომ საჭ­მელს არ ამ­ზა­დებ­და. თუმ­ცა ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ქმა­რი მხო­ლოდ იმი­ტომ სცემ­და, რომ მუ­შა­ობ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მსხვერ­პლის ქმა­რი სტუ­დი­ა­ში შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც არ უარ­ყო, რომ ცოლ-შვილს სცემ­და და მი­ზე­ზად მათი „უსუფ­თა­ო­ბა“ და­ა­სა­ხე­ლა. ამის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სტუ­დი­ა­ში ექ­სპერ­ტე­ბად მიწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა ქალს ქმრის პა­ტი­ე­ბა ურ­ჩი­ეს და მი­ზე­ზად რა­მა­და­ნის წმინ­და თვე და­ა­სა­ხე­ლეს. განაგრძეთ კითხვა